


მინდა მოგიყვეთ ჩემი ისტორია
2012 წლის გაზაფხულზე წავაწყდი კომპანია ტიენსს, რომელიც სულ რაღაც რამოდენიმე თვის შემოსული იყო საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად. როდესაც გავეცანი მისი პროდუქტის ასორტიმენტს აღმოვაჩინე, რომ ის პირველ რიგში მე მჭირდებოდა, რადგანაც იმ დროისთვის 9 წელი მისრულდებოდა რაც ვებრძოდი რთულ დაავადებას, როგორიც არის ჰიპოფიზის ადენომა ( ანუ თავის ტვინის ჯირკვლის სიმსივნური ჩანართი 3 მმ-იანი). პირველი რაც გავაკეთე ეს იყო ინფორმაციის მიღება პროდუქციის ხარისხზე და მის შედეგებზე. ვსვავდი უამრავ კითხვას, ხანდახან შემწუხებელსაც კი.და ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება ამ პროდუქტით ჩამეტარებინა გამაჯანსაღებელი პროგრამა.( ზემოთ დამავიწყდა მეთქვა დღეში ერთხელ მაინც ვკარგავდი გონებას და ქუჩაში მარტო გასვლის სერიოზული შიშები დამეწყო.)ზუსტად 11 თვის თავზე მაგნიტო რეზონანსული გამოკვლევის პასუხი იყო ასეთი: ადენომა აღარ ისახებოდა ჰიპოფიზის ჯირკვალში. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება!!! ამ დღეს დავიჯერე, რომ სასწაულები ხდება. ამ დღეს კიდევ უფრო მეტად დავინტერესდი კომპანია ტიენსის ბიზნეს შეთავაზებით და ჩემ თავს დავუსვი ასეთი კითხვა: თუ სიგარეტის და სასმელების ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს ეამაყებათ თავისი საქმე, მე რატომ არ უნდა მეამაყებოდეს ასეთ კომპანიასთან პარტნიორული ურთიერთობა და ინფორმაციის გაცემა მისი უნიკალური პროდუქციისა და მარკეტინგული სტრატეგიის შესახებ. ამ დღეს მოხდა ჩემს გონებაში რევოლუცია და ამ დღეს მივიღე მყარი გადაწყვეტილება, რომ ამ ბიზნესს ხელს არ გავუშვებდი და ვიბრძოლებდი იმისათვის რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ამოწურული იმედი მათი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების,გასჩენოდათ იმედი და შანსი რეალურად შედეგის მიღებისა. დღეს მე ვარ პრაქტიკულად ჯანმრთელი, აღარ ვკარგავ გონებას, ვარ ძალიან ენერგიული და დიდი შემართებით ვუძღვები ჩემ საქმეს, ასევე კომპანიაში მაქვს საკმაოდ სერიოზული კარიერული და ფინანსური დაწინაურება. მაქვს ძალიან დიდი გეგმები და მიზნები, რის მიღწევაშიც კომპანია თავისი სამუშაო სისტემითა და პროდუქციის უნიკალური ხარისხით ძალიან დამეხმარება. მინდა რომ ჩემს ქვეყანაში უფრო მეტ ადამიანს აეხილოს თვალი და შეამჩნიოს რამხელა შესაძლებლობა მოადგათ კარს, კომპანია დღეს ჩემთვის არის ჯანმრთელობის და ფინანსური კეთილდღეობის გარანტი!
ირმა ელბაქიძე
ჩვენს შესახებ
ტიენსის პროდუქცია სასწაულებს ახდენს
